33 წლის ბიძამ 6 წლის დისშვილსა და მეზობლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა-ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯეს

0
871

6 წლის ორ გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებ გიორგი ჯ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 33 წლის ბრალდებული 2006 წელსაც იყო გასამართლებული გარყვნილი ქმედებისთვის და წელიწად-ნახევარი იყო ციხეში.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გიორგიმ საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, მეორე შემთხვევაში კი – სათონეში ორივე გოგო გააშიშვლა…

ერთ-ერთი დაზარალებული ბრალდებულის დისშვილია, მეორე გოგო კი, ვისზეც ბრალდებულმა ასევე იძალადა – მეზობელი. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

პოლიციელებმა პედოფილიის ამ შემთხვევის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა მეზობელი დანაშაულის თვითმხილველი გახდა. პოლიციელებს და მოსამართლესაც მოწმემ უთხრა, რომ ბრალდებული მისი ბიძაშვილია და პოლიციას თავად მიმართა.

პოლიციაში ფსიქოლოგების და სოცმუშაკების თანდასწრებით დაიკითხნენ დაზარალებულად ცნობილი 6 წლის ბავშვებიც. მათი თქმით, გიორგი მათ ეუბნებოდა, რომ საიდუმლოს შესახებ არავისთან ეთქვათ და ბიძიასთან ერთად ხშირად თამაშობდნენ დამალობანას.

ბრალდებულმა დუმილის უფლება არჩია.

წყარო: batumelebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ