Uncategorized

«თამარ ჩერგოლეიშვილი ივანიშვილის ყველაზე დიდი მოკავშირეა»-დავით ნებიერიძე

«მე ეშმაკს არ შევეკვრები ივანიშვილის წინააღმდეგ».
აბა თუ გამოიცნობთ ვისი განცხადებაა?

ეხლა ვუსმინე თამარ ჩერგოლეიშვილს ტვ «პირველზე» დიანა ტრაპაიძესთან და ფრიად შეშფოთებული დავრჩი. შეშფოთებული იმით, რომ ეს ქალბატონი განსაზღვრავს «ევროპული საქართველოს» პოლიტიკას. თამარმა სრული სერიოზულობით ნიკა გვარამიას და რუსთავი2-ს დააბრალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მუშაობა, მიკერძოებულობა და თქვა, რომ სწორედ მხოლოდ ამიტომ აქვს ამ პარტიას უფრო დიდი რეიტინგი ვიდრე ევროპულ საქართველოსო. ნაც მოძრაობას, რომ თავი დავანებოთ, ნიკა გვარამიას ფაქტიურად შეურაცყოფა მიაყენა და ამ კონტექსტში მთლიანად ქოცურ ნარატივზე ზის.
მერწმუნეთ ბატონებო, რომ ეს ქალბატონი ძალიან აჭრილია საკუთარ ხედვებში და შეფასებებში. ეს კი აისახება როგორც მის პარტიაზე, ასევე ოპოზიციის გაერთიანების შანსებზე. ის გაუმართლებლად ამბიციურია, ამპარტავანია, რაც რეალობის აღქმაში უშლის ხელს. მე კი ვთვლი, რომ ოპოზიციური ერთობა გადამწყვეტი ფაქტორია ივანიშვილის დასამარცხებლად. თამარისნაირი პოლიტიკოსები კი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნიან ამ გაერთიანებს. თან იმდენად აქტიურად, რომ ბიძინას შანსებს ზრდის.

მიუბრუნდები პოსტის დასაწყისს და ვიტყვი, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი როგორც მინიმუმ იდეოლოგიურ პროპაგანდისტულ ფრონტზე ივანიშვილის ყველაზე დიდი მოკავშირეა.»

დავით ნებიერიძ, საზოგადოება ივერია

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

3 სექტემბრიდან მედიკამენტების გაცემაზე ახალი რეგულაციებით ამოქმედდება

«ჩემი ერის ღალატს არავის არ ვაპატიებ»-მეუფე იაკობი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

საჯარო სამსახურები საკუთარ მოხელეთა ემოციებს ჩიპის საშუალებით გაკონტროლებენ

დატოვე კომენტარი