პუბლიკაციები

15 ივლისი — 30 წელი აფხაზეთში ომის დაწყებიდან

15 ივლისს 30 წელი შესრულდება აფხაზეთში ომის დაწყებიდან. დიახ, 1989 წლის 15 ივლისს აფსუა სეპარატისტთა ექსტრემისტული, შეიარაღებული ფორმირება პირველად დაესხა თავს გალის ქართულ მშვიდობიან მოსახლეობას. ომის შემდეგ, ღალიძგასთან შეტაკების განმუხტვაზე იტყვის ვლადისლავ არძიმბა, რომ «ზვიად კოსტანტინეს ძემ 2 წლით გადადოო ომი», დიახ ასე იყო ზვიადის უზადო პოლიტიკამ გადადო ომი რომელიც რუსეთს ასე სჭირდებოდა. მაგრამ თუ ზვიადიმ გადადო ომი ისიც უნდა ითქვას თუ ვინ შეაჩერა ეს ომი, ეს ომი შეაჩერეს ყველასგან მივიწყებულმა მამულიშვილმა, გალის რაიონის მკვიდრმა სარდიონ ჯანჯარიამ და საქართველოს ეროვნულმა გმირმა მერაბ კოსტავამ. ამ გმირული საქმისთვის სარდიონ ჯანჯარია მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ შოთა გორგოძესგან დაჯილდოვდა ხმლით, რომელზეც ასეთი წარწერაა «საქართველოს პატრიოტ სარდიონ ჯანჯარიას შოთა გორგოძესაგან 20. 07. 1989 წ.» ამაზე დაწვრილებითაა მოთხრობილი ჩემს საგაზეთო სტატიაში «ოკუპაციამდე დაწყებული ანტისაოკუპაციო მოძრაობა». ცოდნა ძალაა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი უახლესი, ზუსტი ისტორია და არა ის რუსული ნარატივი რასაც შიდა და გარე მტრები გვახვევენ თავს. ქართველებმა უნდა გავაგრძელოთ ჭეშმარიტი მამულიშვილების ბრძოლა. დიდება საქართველოს!

ონისე გერგედავა

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

თევდორე სუსანინი – გმირის დაკოპირებული ისტორია

Joni Kvaracxelia

«ძალა ღირსებით გადავსებული მოქალაქეების ერთობაშია!» — დავით ნებიერიძე

„…აფხაზები — ეგროსის ჩამომავალნი არიან“

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი