განცხადებები

«3000 ადამიანი რომ გარდაიცვალა…პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე, არავინ?»-გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე covid 19-ით გარდაცვლილი პაციენტების გამო პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.

«3 ათასი ადამიანი რომ გარდაიცვალა, ეს არის 3 ათასი ოჯახი, პასუხს ვინ აგებს, ამ 3 ათას ოჯახს პასუხს ვინ გასცემს? ის, რომ მოსახლეობის 20 %-მა გადაიტანა კოვიდი, რომელიც თითქმის 600 ათასი ადამიანია, ამის 30% დაინვალიდდება, ექნება სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები, ვიცით რომ კოვიდი ტოვებს ქრონიკულ დაავადებებს, პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე, არავინ?

პირბადე ვერ გააკეთეს ნორმალურად, რატომ? შეთქმულების თეორია კი არ არის, ჯერ გეგონება არაპროფესინალიზმია, მერე ისეთი შეგრძნებაა, რომ შეგნებულად აკეთებენ. ან მართლა განზრახ აკეთებენ, ან მართლა ვერ აკეთებენ და ამისთვის არსებობს პროკურატურა და ამასთან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავისთავზე»-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ,,რუსთავი 2-ის» ეთერში.

Loading…

მსგავსი პოსტები

კობახიძე ოპოზიციასთან კომპრომისზე ალაპარაკდა

«არ დაუშვათ ჩინეთიდან ჩამოსულთა სამედიცინო შემოწმების გარეშე ქვეყანაში შემოშვება»

Joni Kvaracxelia

პარლამენტს ვერ გადაიტანთ თბილისში , იმიტომ რომ თქვენ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით-გრიგოლ ვაშაძე

დატოვე კომენტარი