განცხადებები

3000 გვერდიანი დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს -იაგო ხვიჩია

3000- გვერდიანი სამედიცინო დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს. დასკვნა შეიძლება იყოს ერთ გვერდიანი, ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო, — ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნას.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სპეკულაცია მისი დაკავების დღიდან მიმდინარეობს.

„მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან გვახსოვს მისი ჯანმრთელობის თემაზე სპეკულაცია. არ გასულა თვე ისე, რომ ვინმე არ გამოსულიყო და არ ეთქვა, რომ სააკაშვილი ცუდად არის და კვდება. თვითონ ამ პროცესმა დააზიანა სააკაშვილი და ჯანმრთელობის არგუმენტის ასე გამოყენებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის თემაზე ლაპარაკი ადამიანებში განსხვავებულ ემოციას არ აღძრავს. ბევრჯერ გავიარეთ ის მომენტი, რომ სააკაშვილი დღე-დღეზე კვდება. მჯერა, რომ სააკაშვილი მართლა ცუდად არის. ის, რომ საუბრობდნენ სააკაშვილი ცუდად არის და კვდება, მინიმუმ გადაჭარბებული აღმოჩნდა. იმდენია ამაზე ყვირიან, რეალურიც რომ იყოს შეიძლება ადამიანებმა არ დაიჯეროს. 1 წლის წინ ყვიროდნენ კვდებაო და ამაზე ყური არავინ შეიბერტყა, რამე განსხვავებული უნდა გააკეთო.

3000 — გვერდიანი სამედიცინო დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს. დასკვნა შეიძლება იყოს ერთ გვერდიანი, ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს. თუ 3000 — გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი არ გინდა, რომ გავიგო“, — განაცხადა ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«უარესი წარმოდგენა მაქვს ზარდიაშვილზე, ვიდრე გვარამია საუბრობს მასზე»-ეკა ბესელია

«გადავდივართ ქვეყანაში საყოველთაო გავრცელებაზე»-ამირან გამყრელიძე

roma sajaia

მარინა კალიურანდი-მოვუწოდებ საქართველოს, გააუქმოს ბელარუსთან ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება

დატოვე კომენტარი