Uncategorized

30 აპრილს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ეფრემ მაწყვერელი; სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსი და მისთანა მოწამენი: ავდელია და ანანია ხუცესი, ქუსდაზად საჭურისი, ფუსიკი, ავატი, ასკიტრეა და სხვანი; აკაკი მელიტინელი; მოწამე ადრიანე; აღაპიტე – რომის პაპი; ზოსიმე სოლოვკელი.

ნიდერლანდები — დედოფლის დაბადების დღე (1938).

შვედეთი — მეფის დაბადების დღე (1946).

 

1789 წ. ჯორჯ ვაშინგტონი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ადის.

1803 წ. ლუიზიანის შესყიდვა — აშშ-მა ლუიზიანის ტერიტორია საფრანგეთისგან $15 მილიონად შეისყიდა, რამაც ერთ ღამეში ახალგაზრდა ერის ტერიტორია გააორმაგა.

1812 წ. ლუიზიანა (ორლეანის ტერიტორია) გახდა აშშ-ს მე-18 შტატი.

1838 წ. ნიკარაგუა თავს დამოუკიდებლად აცხადებს ცენტრალური ამერიკის ფედერაციისგან.

1879 წ. დაიბადა კორნელი კეკელიძე — ქართველი ფილოლოგი.

1883 წ. დაიბადა იაროსლავ ჰაშეკი — ჩეხი მწერალი.

1883 წ. გარდაიცვალა ედუარ მანე — ფრანგი მხატვარი (დ. 1832).

1900 წ. ჰავაი აშშ-ის ტერიტორია ხდება.

1915 წ. გარდაიცვალა ნიკო ლომოური — ქართველი მწერალი-ხალხოსანი.

1945 წ. გარდაუვალი შურისძიების შიშით თავი მოიკლა ადოლფ ჰიტლერმა ევა ბრაუნთან ერთად (ქორწინების ერთი დღის შემდეგ).

1950 წ. რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ პირველი ფოლადი გამოუშვა.

1980 წ. ნიდერლანდების დედოფალი ბეატრისის კორონაცია.

1983 წ. გარდაიცვალა ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე) — ქართული წარმოშობის ამერიკელი ბალეტმაისტერი.

1991 წ. ტროპიკული ციკლონი თავს ესხმის ბანგლადეშს, რამაც 138 000 ადამიანი იმსხვერპლა.

2013 წ. ვილემ-ალექსანდერი ნიდერლანდების მეფე გახდა.

 

ფაქტები.ჯი

 

 

მსგავსი პოსტები

ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულალიზაცის მიზნით ქართულ მხარეს სხვადასხვა ღონისძიებებში დაეხმარება

Joni Kvaracxelia

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

«ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს – თავში»-გივი სიხარულიძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი