მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
გაბრიელ მცირე; ალექსი ღვთისკაცი; მოწამე მარინი; ქრისტოდულე სასწაულმოქმედი.
1842 წ. ოპერაციის დროს ანესთეზია პირველად დოქტორმა ქროუფორდ ლონგმა გამოიყენა.
1853 წ. დაიბადა ვინსენტ ვან გოგი — ჰოლანდიელი მხატვარი.
1858 წ. ჰაიმენ ლიპმენი აპატენტებს ფანქარს ბოლოში მიმაგრებული საშლელით.
1896 წ. დაიბადა ლადო გუდიაშვილი — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.
1905 წ. კუნძულ კრიტის ბერძნები აჯანყდნენ თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ.
1914 წ. დაიბადა ოთარ ალექსიშვილი — ქართველი რეჟისორი.
1937 წ. დაიბადა უორენ ბიტი — ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი.
1945 წ. დაიბადა ერიკ კლეპტონი — გიტარისტი და მუსიკოსი.
1968 წ. დაიბადა სელინ დიონი — კანადელი მომღერალი.
1994 წ. ჯგუფი Pink Floyd აქვეყნებს ალბომს «The Division Bell».