განცხადება/მიმართვა

“30 დღეში 100 კაციდან 2 კვდება…”-რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე?

საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ბარიატრიის შესახებ აცხადებს:

“ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა. 30 დღეში 100 კაციდან 2 კვდება. ეს არის მეცნიერული სტატისტიკა. ამ ოპერაციას გააჩნია პრობლემები, მაგალითად, იმ ვიტამინების, რკინების და მინერალების, რაც უნდა მიიღოს ორგანიზმმა, ათვისება კუჭიდან ვეღარ ხდება, ამიტომ ნემსების გაკეთება უწევთ.

მეორე, სხვა დაავადება რომ დაგემართოთ და წამალი, რომელიც კუჭში უნდა იყოს შეწოვილი, სად შეიწოვება, როცა კუჭი არ გაქვთ? ანუ, წამლის მიუღებლობა ხდება.

ბევრი გართულებებია უშუალოდ ოპერაციის პროცესშიც.

ბარიატრია უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა წონა რისკია და გკლავთ.”

მსგავსი პოსტები

“ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული”-კალაძე ივანიშვილის წერილზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმმა დასკვნა გამოაქვეყნა

roma sajaia

საქართველოს მასშტაბით 28 პირი დააკავეს

roma sajaia

დატოვე კომენტარი