სხვადასხვა

3 760 500 ლარი, რომელსაც გოგა ხაინდრავა საქართველოს ბიუჯეტში არ იხდის

«რუსთავი 2»-ის ინფორმაციით  «ქართული ოცნების» მთავარი იდეოლოგი გოგა ხაინდრავა,  3   760 500 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტში არ იხდის. გოგა ხაინდრავამ «ქართული ოცნების» ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რეჟისორობიდან ბიზნესში გადაინაცვლა,  პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის კომპანიას, მიწადმოქმედთა ერთობას,  2014 წელს  34 937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გადასცა.

განკარგულებაში, წერია რომ ხაინდრავა ვალდებული იყო ამ მიწაზე ინვესტიცია განეხორციელებინა,თუმცა ამჟამად  2 ძროხა, რამდენიმე სკა და მიწებთან ერთად და მშენებარე სახლები — ასე გამოიყურება ხაინდრავას მიერ დაპატრონებული ტერიტორია თეთრიწყაროში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

კასპში 30 წლის ქალი სავარუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა-ობლად დარჩენილი 3 მცირეწლოვანი (ვიდეო)

რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მილიარდი რუბლი გადაურიცხა

უკანასკნელი კადრები, სადაც გორში მოკლული 8 წლის გოგო სახლში ბრუნდებოდა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი