უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელმოწერით დაადასტურა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება, პარლამენტის დეპუტატ ტარას კოზაკის და მის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანიების, „112 უკრაინა“, NewsOne და ZIK-ის წინააღმდეგ 5-წლიანი სანქციების ამოქმედების შესახებ. უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ეთერიდან გათიშული სამი ტელეკომპანია რეალურად ეკუთვნის პარლამენტის დეპუტატს, პარტია „ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს და უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანს, ვიქტორ მედვედჩუკს. ის უარყოფს, რომ ტელერხების მფლობელია.
Loading…