3 ოქტომბერს კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა — მისმა მოწყალებამ ჯასტინ უელბიმ და ევროპაში ეპისკოპალურ ეკლესიათა გაერთიანების ეპისკოპოსმა — მაღალღირსმა მარკ ედინგტონმა ლოცვითი ლიტურგია აღავლინეს საქართველოს ანგლიკანური/ეპისკოპალური სამრევლოსთვის. ლიტურგია წმინდა ფრანცისკე ასიზელის დღესასწაულის მწუხრს დაემთხვა, ამიტომაც საკითხავები და საგალობლები ღმერთის ქმნილების დაცვისა და დაფასების თემას მიეძღვნა. ეკუმენურ სტუმართა შორის იყვნენ: არქიეპისკოპოსი ჟოზე ბეტანკური (სამოციქულო ნუნციუსი საქართველოსა და სომხეთში), მამა ლეონ გელოვანი (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია), მამა ზაზა თევზაძე (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია), მღვდელი კირაკოს სიმონიანი და დიაკონი გევორქ ავეტისიანი (სომხური სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია), ოფიცერი სოფიო ბახტაძე (ხსნის არმია). თბილისის სამრევლომ არქიეპისკოპოს უელბის წმ. სამების ხატი გადასცა საჩუქრად, რომლის დედანიც პატრიარქ ილია II-ის მიერაა შესრულებული. ლიტურგიას ასევე დაესწრნენ უნგრეთისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები. ღვთისმსახურების შემდგომ მრევლის წევრებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გაეცნოთ არქიეპისკოპოსი.
მოამზადა გიგა გიგანმა და თამარ ქუთათელაძე