სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მგზავრების საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდა ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა მორიგი ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია და ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:
3 ივლისი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.
მორიგი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის“- ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.