3დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.
ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს – შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების საპატივსაცემოდ.
საქართველოში კვლავაც პრობლემური რჩება შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს დაწესდა.
საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს 2009 წელს მოაწერა ხელი.
Loading…