განცხადებები

3-დან 7 ივნისამდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 3-დან 7 ივნისამდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

«საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, 2019 წლის 3 ივნისის 08:00 სთ-დან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.»-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

თუ საჭირო იქნება, ელჩების დანიშვნაზე მიმოწერა უნდა გასაჯაროვდეს – გია ვოლსკი

«ის ახლა უსამართლო სასჯელს სწორედ რომ თავის სამშობლოში იხდის…“-ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მიმართვა

«ძალიან არ მინდოდა გელათზე მსჯელობა…სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ განვმარტავ, სიცხადის შემოტანის მიზნით»-ვაჩეიშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი