3 აპრილს ისტორიაში …

0
312

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იაკობ ეპისკოპოსი; კირილე კატანელი; თომა კონსტანტინეპოლელი; სერაფიმე ვირიცელი.

 

1502 წ. ქრისტეფორე კოლუმბის მეოთხე ექსპედიცია დაიწყო.

1559 წ. საფრანგეთმა და ესპანეთმა კატო-კამბრეზიის ზავი დადეს, რამაც ბოლო მოუღო იტალიის ომებს.

1879 წ. სოფია ბულგარეთის დედაქალაქი ხდება.

1895 წ. ოსკარ უაილდის სასამართლო პროცესი იწყება ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით.

1905 წ. დაარსდა არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბი «ბოკა ხუნიორზი» (არგენტინული წარმოთქმით «ბოკა ჟუნიორზი»).

1922 წ. იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირის კომპარტიის პირველი გენერალური მდივანი გახდა.

1924 წ. დაიბადა მარლონ ბრანდო — ამერიკელი მსახიობი.

1930 წ. დაიბადა ჰელმუტ კოლი — გერმანელი პოლიტიკოსი.

1948 წ. პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი მარშალის გეგმას აწერს ხელს, რომლითაც 16 ქვეყანას $5 მილიარდი დოლარის დახმარება გამოეყო.

1961 წ. დაიბადა ედი მერფი — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი.

1972 წ. გაძევებიდან 20 წლის თავზე ჩარლი ჩაპლინი დაბრუნდა აშშ-ში.

1973 წ. პირველი მობილური სატელეფონი კავშირი დამყარდა ქალაქ ნიუ-იორკში.

1975 წ. ბობი ფიშერი უარს ამბობს საჭადრაკო მატჩზე ანატოლი კარპოვის წინააღმდეგ, რითაც ამ უკანასკნელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ენიჭება.

1982 წ. ბრიტანეთის საზღვაო ძალები სამხრეთ ატლანტიკისკენ მიემართება არგენტინისთვის ფოლკლენდის კუნძულების ჩამოსართმევად.

2017 წ. სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.

 

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ