“29% საერთოდ არ ენდობა პრეზიდენტს, 20 კი ძირითადად არ ენდობა” – „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი-საქართველო”

0
81

არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი-საქართველო“ (CRRC – საქართველო), საქართველოს მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების ახალი კვლევა წარმოადგინა. კველევის პრეზენტაციას, რომელიც 30 იანვარს ჩატარდა ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი არასამთვავრობო ორგანიზაციები ასევე ჟურნალისტები, ათ შორის paqtebi.ge-ს წარმომადგენლები და დიპლოპრუსის წარმომადგენლები. ანგარიშის თანახმად, 29%-დან 46%-მდე გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სასამართლო სისტემას არ ენდობიან. ასევე 29%-დან 40%-მდეა გაზრდილი აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ უნდობლობის მაჩვენებელიც. 29% საერთოდ არ ენდობა პრეზიდენტს, 20 კი ძირითადად არ ენდობა. უნდობლობის მაღალი მაჩვენებელი ერგოთ პოლიტიკურ პარტიებსაც. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დაშლასთან დამოკიდებულება. აქ მოსახლეობის აზრი ორად გაიყო 41% ფიქრობს რომ ეს კარგი მოვლენა იყო ხოლო 42 % ამ მოვლენას ცუდად აღიქვამს. საბჭოთა კავშირის დაშლისადმი დადებით დამოკიდებულებას რესპონდენტები დამოუკიდებლობის მოპოვებითა და ეროვნული კულტურის განვითარების შესაძლებლობით ხსნიან. დამოუკიდებლობას, როგორც სსრკ-ის დაშლის მთავარ მიღწევას გამოკითხულთა 82% ასახელებს. კვლევის მიხედვით, საქართველოში რუსულ ენას სამჯერ მეტი ადამიანი ფლობს, ვიდრე ინგლისურ ენას. კვლევის თანახმად, მაღალ და საშუალო დონეზე რუსულ ენას 61% ფლობს, როცა ინგლისურ ენას — 22%. მოქალაქეთა მხოლოდ 6 პროცენტი ამბობს, რომ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე ფლობს, საშუალო დონზე — 16 პროცენტი, ხოლო დაბალზე — 18. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ მცირედით გაიზარდა. ამავე დროს, გამოკითხულთა 59 პროცენტი აღნიშნავს, რომ ინგლისური ენის საწყისი ცოდნაც არ აქვს. კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,2 – 2,8%-ის ფარგლებში მერყეობს. გამოიკითხა 2 100 რესპონდენტი.


paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ