პოლიტიკა

28-30 დეკემბერს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, პიეტრო პაროლინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

28-30 დეკემბერს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, პიეტრო პაროლინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. მისი ვიზიტის დღის წესრიგი ასეთია : 28 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარში, ოფიციალურ მიღებამდე, კარდინალი პიეტრო პაროლინი წირვას გამართავს.

29 დეკემბერს 15:00-დან 18:30 საათამდე კარდინალი პიეტრო პაროლინი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს ეწვევა, სადაც შეხვდება კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს საქართველოში 25 წელზე მეტხნიანი საქველმოქმედო საქმიანობა. კარდინალი ასევე საქართველოში არსებული მისი სამივე – სომხური, ასირიულ-ქალდეური და ლათინური წესის წარმომადგენლებს შეხვდება.

29 დეკემბერს, 19:00 საათზე კარდინალი ესტუმრება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მესვეურთ, რაც კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კათოლიკურ და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«კურიერის» ინფორმაციით აჭარის მთავრობა გადადგება

«სჯობს, პოლიტიკური გუნდები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს…»-გია ვოლსკი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისში ჩამოვიდა

დატოვე კომენტარი