ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას ინტერესებს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ დაიცავს.
წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ 29 წლის ახალგაზრდა სასტიკად ნაცემია
«ჩვენი მონაცემებით ეს ადამიანი იქნა ნაცემი და ნაწამები და გვაქვს დიდი ეჭვი რომ ეს ადამიანი იქნა მოკლული, პრაქტიკულად ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც ტატუნაშვილის შემთხვევა. ხელისუფლება არ წევს ამ საკითხს წინა პლანზე რომ საერთაშორისო ორგანზიაციებისთვის, მათ შორის დონორი ორგანიზაციებისთვის, ეს იყოს პრიორიტეტული,»-განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.