სხვადასხვა

26 სექტემბერი — წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

დღეს 26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას დღესასწაულობს. წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.

შაჰ-აბასის ბრძანებით ქეთევან დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს სასტიკად აწამეს: თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წამების მხილველმა ფრანგებმა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს.

ამჟამად საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ცოლ­მა გო­გო­ნა ძირს და­აგ­დო, მამა კი იმის მა­გივ­რად, რომ ბავ­შვს მიხ­მა­რე­ბო­და, მომ­ხდა­რის მო­ბი­ლუ­რით გა­და­ღე­ბა და­ი­წყო

სადეზინფექციო საშუალება — აუცილებლობა და ფასები

Joni Kvaracxelia

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დატოვე კომენტარი