26 წელი ლიეტუვასა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობებიდან

0
17

🇬🇪🇱🇹 დღეს საქართველოს და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 26 წლისთავი აღინიშნება.
საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 16 სექტემბერს დამყარდა. ამ წლების მანძილზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩეოდა, გაღრმავდა ურთიერთობები პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, განხორციელდა არაერთი პროექტი განათლების და კულტურის დარგებში. ლიეტუვა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე.
ინფორმაციას ამ ისტორიულ ფაქტის შესახებ საქართველოს საელჩო ლიეტუვაში ავრცელებს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ