მწერალი როსტომ ჩხეიძე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.26 მ
«მთელი საბჭოთა ეპოქის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გვაზეიმეს 25 თებერვალს, ნაცვლად 26 მაისისა.
მთელი პოსტსაბჭოთა ეპოქის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გვაზეიმებენ 26 მაისს, ნაცვლად 9 აპრილისა.
ერთი ყალბისმქნელები შეიცვალნენ მეორე ყალბისმქნელებით.
თვალში ნაცრის შეყრა კვლავაც დაუნდობლად, მიზანდასახულად, ცინიკურად გრძელდება.
კომუნისტებს ამგვარი ფორმულა ჰქონდათ შემუშავებული:
ფორმით სოციალისტური, შინაარსით ნაციონალისტურიო.
ამ ფორმულა-თარგის კვალობაზე ამჟამად ვიმყოფებით:
ფორმით ნაციონალისტურ, შინაარსით კი ბოლშევიკურ რეალობაში.
ყალბისმქნელობა სად აღარ ყოფილა, მაგრამ ამდენ ხნით??! მაგრამ ასეთი??!»-წერს როსტომ ჩხეიძე
Loading…