ზელენსკიმ დააკონკრეტა, რომ დაახლოებით 10 000 უკრაინელი სამხედრო დაშავდა და «ძნელია იმის თქმა, რამდენი მათგანი გადარჩება». მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რიცხვის დათვლა უფრო რთულია.
”ძალიან რთულია მშვიდობიანი მოსახლეობაზე საუბარი, რადგან ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, სადაც დასახლებები და ქალაქები დაბლოკილია — ხერსონი, ბერდიანსკი, მარიუპოლი უფრო აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, სადაც ვოლნოვახა მდებარეობს, — ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს. არ ვიცი რამდენი ადამიანი დაიღუპა იმ ზონაში, რომელიც დაბლოკილია“, — თქვა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.
Loading…