კრიმინალი

25 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მამა მოკლა-რა მოხდა თბილისში?

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მამა – 1974 წელს დაბადებული გ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.გ. ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

როგორც ირკვევა პოლიციამ მამის მკვლელობისთვის 1998 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი რ.გ. დააკავა.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო პოლიციამ ქვემო ქართლში

ივანიშვილმა მორიგი ხის გადატანისთვის 15-მდე სოფელი ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დატოვა

ქუთაისში ბაღი გაქურდეს-წაღებულია ტაფა, ქვაბი, სასწორი და სხვა ჭურჭელი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი