25 მილიონი არაფერია – მეუფე ანტონი

0
414

მეუფე ანტონი რომელიც გახლავთ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი გამოვიდა იმ ადამიანთა კრიტიკით ვინც საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ განსხვავებულ აზრს გამოთქვამს მან აღნიშნა რომ 25 მილიონი რომელსაც იღებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არაფერია და გამოდის რომ თითო ადამიანს ვინც საქართველოში ცხოვრობს უწევს 59 თეთრის გადახდა და ეს თანხა მიზერულია და ამ ყოველივეს დაყვედრება არ უნდა მოხდეს საზოგადოების მხრიდან გთავაზობთ მისი განცხადების სრულ ტექსტს: “ყველაფერში ეძებენ ნეგატივს: ეკლესიას მიწა, 25 მლნ და რო გააბუქონ ეს 25 მლნ, მთელი 17 წლის ნამრავლს ამბობენ, სულ ეკლესიამ აიღო 350 მლნ… მოდი გადავიანგარიშოთ, 3,5 მლნ კაცი ცხოვრობს საქართველოში, 25 მლნ რომ გავყოთ, 3,5 მლნ-ზე 59 თეთრი გამოდის. 59 თეთრი ეკლესიას, რომ ერთი კაცისგან – ეკლესია ამაზე მეტს არ აკეთებს ქვეყნისთვის? მაშინ, როდესაც ნებისმიერი ტელევიზია, ინსტიტუტი 140 მლნ-ზე მეტს ღებულობს… რას გვაყვედრიან 59 თეთრს?! 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას გადაურიცხოს?! მაგრამ ისე უნდათ რომ წარმოაჩინონ, რომ შეგაზარონ ეკლესია”, – აღნიშნა მეუფე ანტონმა.

თამარ ქუთათელაძე
http://paqtebi.ge

 

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ