Uncategorizedგანცხადება/მიმართვასკანდალი

“25 ივნისს ეკა ბესელია ,,მაკდონალდსში’’ შეხვდა ბატონ გოგი თათუხაშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირს, რომელთანაც შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონოდა” – შოთა ლელაძე

მხატვარი შოთა ლელაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

“პარტია ,,ვეტერანები და პატრიოტები საქართველოსთვის’’ გენერალურ მდივანს, ბატონ ვაჟა რუსიას! 

გამარჯობა ბატონო ვაჟა, ბევრი რამ მსმენია თქვენზე. ვიცი, რომ საქართველოსათვის ნაბრძოლი, პატრიოტი ადამიანი ბრძანდებით, თქვენ ჩაბარებული სოხუმი უკანასკნელი გემით დაჭრილმა დატოვეთ. ვიცი, რომ მიუხედავად თქვენი დღევანდელი სტაბილური მდგომარეობისა, ბრძანდებით ამერიკაში, საქართველოს მაჯისცემაზე ხელი გიდევთ და ნებისმიერ დროს მზად ხართ იბრძოლოთ სამშობლოსათვის.

მე გახლავართ შოთა ლელაძე, მხატვარი. ოც წელზე მეტია ვცხოვრობ სტრასბურგში. 2008 წლის ომს საქართველოში შევესწარი და მას შემდეგ, როგორც მინიმუმ, წელიწადში ორჯერ ევროპარლამენტთან, სტრასბურგში, ასევე მსოფლიოს სხვა ქალაქებში ვატარებ ანტისაოკუპაციო გამოფენას. ვებრძვი რუს ოკუპანტს ჩემი პოლიტიკური ხასიათის ტილოებით. კიდევ ერთხელ მსოფლიოს ვახსენებ, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს პირსისხლიან მტარვალს ! თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება გენერალ თათუხაშვილის შესახებ ძალიან რეზონანსული და ყურადსაღებია. მადლობა თქვენ, სიფრთხილის, ოპერატიულობისა და ძმობისთვის ! განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და პიროვნებები სრული ჭეშმარიტებაა. სტრასბურგში მცხოვრებმა პატრიოტებმა საკმაოდ ადვილად გავშიფრეთ ეს ადამიანები. ჩვენ ყველანი ვზრუნავთ გენერლის უსაფრთხოებაზე. მინდა გითხრათ სიახლე აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამ რამდენიმე დღის უკან კრიმინალი ივანიშვილის მარჯვენა ხელი, ნაადვოკატარი, ყოვლად აღვირახსნილი, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული ეკა ბესელია იმყოფებოდა სტრასბურგში და ასრულებდა ივანიშვილის არაოფიციალურ სპეცდავალებებს. მაგალითად, 25 ივნისს ის ,,მაკდონალდსში’’ შეხვდა ბატონი გოგის ოჯახთან დაახლოებულ პირს, რომელთანაც შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონოდა. შეხვედრა შედგა გოგი თათუხაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ცხადია, ამის შესახებ მოვახსენე ბატონ გოგის.

საქართველოს პრორუსულო მთავრობავ, გოგი თათუხაშვილს და მის ოჯახს გაანებეთ თავი. ჩვენ სტრასბურგში იმდენნი ვართ, თქვენს ,,კგბ’’- ს დროინდელი მეთოდებით ვირთხობას შედეგი არ ექნება, გარწმუნებთ ! არც მთლად მასე გადავგვარებულვართ ! პატივისცემით, შოთა ლელაძე.

To the General Secretary of the party “Veterans and Patriots for Georgia” Mr. Vazha Rusia!

Greetings Mr. Vazha ! I heard a lot about you. I know that you are a patriot for Georgia, and you have to leave Sokhumi wounded with last ship. I know that despite your current stable situation, you are in the USA and you are ready to fight for Georgia at any time for your homeland. I’m Shota Leladze, artist. I have lived in Strasbourg for more than twenty years. I attended the 2008 war in Georgia and since then, at least twice a year in front of the European Parliament, in Strasbourg, as well as in other cities of the world I arrange anti-occupation exhibition. I’m fighting against Russian occupation with my political character paintings. Once again, I remind the world that Russia is an occupant and 20 percent of my homeland has occupied by bloody enemy! Your statement about General Tatukhashvili was very resonant and important. Thank you for your caution and faithfull brotherhood! The facts and personalities in the statement are complete truth. The Patriots living in Strasbourg have easily detect these people. We all care about General’s security. I want to tell you the news about the situation. Eka Beselia, a close friend of Ivanishvili, who was close to the criminal world either, was in Strasbourg a few days ago, and prosexuted Ivanishvili’s unofficial special orders. For example, on June 25th , he met at McDonald’s with close person of Gogi’s familily. To whom he could not have any common and relation in past. The meeting was held against Gogi Tatukhashvili and his family. Of course, Mr. Gogi was informed about this visit. Pro-Russian government of Georgia !! Leave Gogi Tatukhashvili and his familily alone. We all are enough in Strasbourg and you can not harm with “KGB” methods, I assure you! We are still the same !!!

Sincerely, Shota Leladze.” – წერს ლელაძე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რა მიმართვას უგზავნის აშშ-ს დეპარტამენტის პრესსპიკერი, მორგან ორტაგუსი საქართველოს მთავრობას

Joni Kvaracxelia

“თარაშ მუკბანიანის ოჯახმა “მორატორიუმი” ჭამოს?! გვატყუებს ეს დედაბერიც”-ზაზა ბიბილაშვილი ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს დიალოგში თავშეკავებისაკენ მოუწოდებს

დატოვე კომენტარი