მსოფლიოში

რატომ არ მოვიდა ვლადიმერ ზელენსკი პოროშენკოსთან დებატებზე?

უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ლიდერი, ვლადიმერ ზელენსკი მოქმედ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან დებატებზე არ მოვიდა, რომელიც უნდა გამართულიყო კიევის სტადიონზე «ოლიმპისკი».
რამოდენიმე დღის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ის მზად არის ზელენსკისთან დებატებისთვის და რომ ის მას დებატებზე იწვევს ამა წლის 14 აპრილს კიევის ცენტრალურ სტადიონზე. თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირიქით, ის იწვევს დებატებზე პოროშენკოს ამა წლის 19 აპრილს. უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი დათქმულ დროს მოვიდა სტადიონზე და განაცხადა, რომ ზელენსკის დაელოდება 15.00 სთ-მდე.
«გთხოვთ ყველას, არ დაკარგოთ ინტერესი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რათა ეს დებატები შედგეს». —  პოროშენკომ მიმართა ხალხს მას შემდეგ რაც წამყვანმა გამოაცხადა, რომ დრო ამოიწურა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ზელენსკის შეხვდეს მას ტელედებატებზე ორშაბათ საღამოს, გადაცემა «სვობოდო სლოვო»-ში და 19 აპრილს საოგადოებრის მაუწყებელში.
პოროშენკომ დადო პირობა, რომ ის პატივს სცემს უკრაინელი ხალხის არჩევანს ზელენსკის არჩევის შემთხვევაშიც.

მსგავსი პოსტები

უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს

პიტ ბუტიჯიჩი გამოეთიშა აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი

«მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზაობას” — PES-ის რეზოლუცია

დატოვე კომენტარი