23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს იგეგმება 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები, ფართომასშტაბიანი აქცია კი, დედაქალაქში 23 მაისს გაიმართება.
„გვქონდა დაახლოებით ეს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით წაგვიყვანდა ხელისუფლება თავად. ნამდვილად არ გვსიამოვნებს ფართომასშტაბიანი აქციების გზა. გვერჩივნა დიალოგის ფორმატში გადაგვეწყვიტა ეს საკითხები, თუმცაღა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ვექტორი სხვაგან წავიდეს, რომ საკითხებში შინააარსობრივად არ შევიდეთ და მართლა შინაარსობრივი საუბრები არ გაიმართოს ჩვენ შორის, რისი მაგალითიც იყო ნათია თურნავას გაპარვა იმ შეხვედრიდან. ახლა დღევანდელი განცხადებაც ამის მკაფიო მაგალითია. ამიტომ, მოგვიწევს უკვე, რომ მთელმა ერმა და საზოგადოებამ გადავწყვიტოთ ჩვენი სიმრავლით და ერთობით ეს პრობლემა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.