23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

0
169

ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშიას» ლიდერი დავით ქაცარავა 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარრდასაჭერ აქციას აანონსებს.

«23 ივნისს, 12 საათიდან ვიკრიბებით სოფელ ქვემო ჭალაში — ზაზა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია დაიწყება ქვემო ჭალიდან და გადაინაცვლებს ავტობანის მიმართულებით.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია შესაბამისი რესურსი, რათა მოვაგვაროთ ტრანსპორტირება.
ამიტომ, ვინც შევძლებთ, საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები გამოვიყენოთ და წავიდეთ ქვემო ჭალაში — ზაზა გახელაძეს და მის ოჯახს სასიცოცხლოდ ვჭირდებით!
ხელისუფლება არაფერს აკეთებს ზაზას დასახსნელად!.
ძალა ერთობაშია!
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მისთვის!»

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ