Uncategorized

23 აპრილს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა დედანი და მამანი, ქვათახევის მონასტერში წამებული თემურ-ლენგის მიერ; მოწამენი: ტერენტი, პომპიოს, აფრიკან, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი ოცდაცამეტნი; მოწამენი: იაკობ ხუცესი, აზატან და ავდიკი დიაკონნი.

კათოლიციზმი — წმინდა გიორგის დღე.

კატალონია — სანტ-ხორდის (წმინდა გიორგის) დღე.

მსოფლიო — წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე.

ევროპა — ინფექციასთან ბრძოლის დღე.

 

1616 წ. გარდაიცვალა მიგელ დე სერვანტესი — ესპანელი მწერალი.

1616 წ. გარდაიცვალა უილიამ შექსპირი — ინგლისელი დრამატურგი და პოეტი.

1661 წ. ვესტმინსტერის სააბატოში ჩარლზ II ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფედ აკურთხეს.

1784 წ. გარდაიცვალა სოლომონ I — იმერეთის მეფე.

1876 წ. დაიბადა ჯავახიშვილი, ივანე — ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

1904 წ. გარდაიცვალა ვლადიმერ აღნიაშვილი — ქართველი საზოგადო მოღვაწე.

1920 წ. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა დაარსდა ანკარაში.

1940 წ. ნატჩეზში, მისისიპი რიტმის ღამის კლუბში ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა 198 ადამიანი.

1961 წ. 1940-იანი წლების გენერლის უნიფორმაში გამოწყობილი პრეზიდენტი შარლ დე გოლი სატელევიზიო გამოსვლაში საფრანგეთის სამხედრო პერსონალსა და მოქალაქეებს მიმართავს გენერლების პუტჩის დაუმორჩილებლობისკენ.

1990 წ. ნამიბია გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 160–ე წევრი.

1993 წ. გაეროს მონიტორინგით ჩატარებლ რეფერენდუმში ერიტრეის მოქალაქეთა დიდმა უმრავლესობამ ეთიოპიისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

2001 წ. კომპანიამ Intel ახალი თაობის პროცესორი Pentium 4 გამოუშვა.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

13 მარტს ისტორიაში

Joni Kvaracxelia

სურამში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

roma sajaia

სექსუალური განათლების კამპანია გრძელდება

დატოვე კომენტარი