მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
40 სებასტიანელი მოწამე; წმინდა ურსპასიანე; კესარიოს მკურნალი.
22 მარტი — მსოფლიო წყლის დღე.
1772 წ. ინგლისში მონობა უკანონოდ გამოცხადდა.
1832 წ. გარდაიცვალა იოჰან ვოლფგანგ გოეთე — გერმანელი მწერალი.
1848 წ. ვენეცია დამოუკიდებლობას აცხადებს.
1888 წ. ლონდონში შეკრებილმა თორმეტი საფეხბურთო კლუბის წარმომადგენელმა დააარსეს ინგლისის საფეხბურთო ლიგა.
1895 წ. ძმებმა ლუმიერებმა მოახდინეს პირველი ფილმის პრეზენტაცია.
1945 წ. დაარსდა არაბულ სახელმწიფოთა ლიგა.
1959 წ. გარდაიცვალა კონსტანტინე ფოცხვერაშვილი — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და ლოტბარი.
1963 წ. ბრიტანეთში გამოვიდა The Beatles-ის პირველი ალბომი.
2009 წ. პირველად საქართველოში შეიკრიბა საქართველოს პნევმატური იარაღის მოყვარულთა ასოციაცია.
2009 წ. ევროპის ერთა თასის მატჩში ქართველმა მორაგბეებმა რუსები დაამარცხეს ანგარიშით 29:21.
2016 წ. ბრიუსელის ტერაქტების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 198 დაშავდა.
2017 წ. ლონდონში, ვესტმინსტერში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც.