მსოფლიოში

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1993 წლიდან აღინიშნება.
ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას.
სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს. დღეს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს არ აქვს საშუალება ისარგებლოს სუფთა წყლით. 22 მარტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენება და რა მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას და დაცვას.
წლევანდელი ლოზუნგია: “ვაფასებთ წყალს”.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსეთში, უსახლკაროების მოკვლის დაგეგმვის ბრალდებით ახალგაზრდები დააკავეს

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მორიგი დღიური რეკორდი დაფიქსირდა

ეპიდსიტუაცია რუსეთში

დატოვე კომენტარი