მსოფლიოში

21 მარტი რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე

21 მარტი რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1966 წელს დააწესა.1960 წლის 21 მარტს სამხრეთ აფრიკის პოლიციამ შარპევილში აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნა. ამ დღეს დაიღუპა 69 დემონსტრანტი. რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის ევროპული კომისიაც ECRI. ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ჩამოყალიბდა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მთავრობების ხელმძღვანელებით ევროპის საბჭოს პირველ სამიტზე, რომელიც 1993 წლის ოქტომბერში ვენაში ჩატარდა. კომისიამ აქტიური მოქმედებების გეგმა დასახა1997 წლის ოქტომბერში სტრასბურგში ევროპის საბჭოს მეორე სამიტზე. შეგახსენებთ რომ რასობრივი დისკრიმინაცია ეს არის ნებისმიერი განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ვარშავაში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა

კოვიდ-19 დაუდასტურდა ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრს

მოლდოვის არჩევნებში ოპოზიციონერი, მაია სანდუ ლიდერობს

დატოვე კომენტარი