2023 წელი დასახელდა, როგორც რეკორდულად ყველაზე თბილი წელი, რასაც ადამიანის მიერ, კლიმატის ხელოვნურად ცვლილებამ შეუწყო ხელი.
ევროკავშირის კლიმატის სამსახურის ცნობით, გასული წელი დაახლოებით 1,48 გრადუსით თბილი იყო, ვიდრე გრძელვადიანი საშუალო მაჩვენებელი, სანამ ადამიანები დაიწყებდნენ დიდი რაოდენობით წიაღისეული საწვავის წვას.
BBC-ის ანალიზის ცნობით, ივლისიდან მოყოლებული, წელიწადის ამ დროისთვის თითქმის ყოველ დღე აღინიშნებოდა ახალი გლობალური მაქსიმალური ტემპერატურა .
ასევე ზღვის ზედაპირის მაღალმა ტემპერატურამაც «აჯობა» წინა წლების მჩვენებელს.
გასულ კვირას Met Office-მა განაცხადა, რომ 2023 წელი იყო გაერთიანებული სამეფოს მეორე ყველაზე თბილი წელი.
ეს გლობალური რეკორდული მაჩვენებელი აახლოებს მსოფლიოს, კლიმატის საერთაშორისო მიღწევების ძირითად მიზნებთან.