2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასებმა, შესაძლოა, 1800 ლარს მიაღწიოს— განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
«ეს დაპირება გრძელვადიანია, მაგრამ სექტემბერში ყველა იმ პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია. პროცესი გაგრძელდება ყოველ წელს და მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ. ასე, ეტაპობრივად მივალთ 2022 წლამდე და მათი ხელფასი 1.500-1.800 ლარს მიაღწევს. სამწუხაროდ, ქართველებს ორი უკიდურესობა გვაქვს — რაღაც ან საერთოდ არ გვინდა, ან ახლავე გვინდა. ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა ხომ შეუძლებელია? ინფრასტრუქტურაც უნდა გაუმჯობესდეს, პედაგოგის კვალიფიკაციაც გაიზარდოს, რისთვისაც გადამზადების ბევრი პროგრამა გვაქვს, ახალი პედაგოგები გაჩნდებიან», — განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა