ეკონომიკა

2020-დან გაძვირდა 112-ის მომსახურება ფიზიკური პირებისთვის

მთავრობის დადგენილებით, 2020 წლიდან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მომსახურება ფიზიკური პირებისთვის თვეში 40 თეთრამდე გაძვირა. 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი დადგენილებით, 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის — 50 თეთრი იყო. 2019 წლის ივლისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ფაქტი, რომ სატელეფონო აბონენტები 112-ს მოსაკრებელს მთავრობის დადგენილებით იხდიან. სასამართლომ წლის ბოლოდან ძალადაკარგულად ცნო სადავო ნორმები და საქართველოს პარლამენტს დაავალა, კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოეწესრიგებინა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ბაზრებში 200 კგ-ზე მეტი უსარგებლო პროდუქტი დალუქა

რუსეთის ცენტრალური ბანკი, საფონდო ბირჟას, შემდეგ კვირასაც არ ხსნის

დატოვე კომენტარი