განცხადებები

«2019 წლის სექტემბრიდან დღემდე, რუსმა ოკუპანტებმა დაახლობით 1200 ჰექტარი მიწა-წყალი წაგვართვა…»-დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშიას» ლიდერი  დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

«2019 წლის სექტემბრიდან დღემდე, რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი სამშობლოს დაახლობით 1200 ჰექტარი, 12 000 000, თორმეტი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა-წყალი წაგვართვა. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ა რ ა ს ო დ ე ს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში. პროცესი არ შეჩერებულა. ოკუპაცია მოცოცავს!
და ამის ფონზე, ს. ზურაბიშვილი, ე.წ. პრეზიდენტი და კოლაბორაციონისტი მთავრობა აცხადებს, რომ მზად არიან მაისში მიიღონ რუსული დელეგაცია ოკუპაციის კანონის გვერდის ავლით.
კიდევ ერთხელ — რუსები მიმდინარე რეჟიმში გვახევენ ჩვენი ქვეყნის მილიონობით კვადრატულ მეტრს და ეს ხელისუფლება აპირებს ტაშ-ფანდურით და ოკუპაციის კანონის გვერდით ავლით დახვდეს საოკუპაციო რეჟიმს თბილისში!
ამასობაში, გავრილოვი მადლობას უხდის ე.წ. პრეზიდენტს კონსტრუქციული პოზიციისთვის და ვინმე ტოლსტოი, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ ითხოვს ბოდიშს გავრილოვის გამო ე.წ. პრეზიდენტის და პარლამენტისგან!
რას პასუხობენ ამ დროს ეს კოლაბორაციონისტები?
ამერიკა, ტონს დაუწიეო! ესაა პასუხი!
ხვდებით, რომ ფაქტიურად რუსეთში ვართ?
ვისაც არ გინდათ რუსეთი, ამოიღეთ ხმა!!!სახლში ჯდომა რუსეთის საფრთხეს ვერ აგვაცილებს!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!»

Loading…

მსგავსი პოსტები

«არ გამოგივა ხიხო…გამოწვევა მიღებულია ჩვენც მოგხედავთ»-მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

ხალხს სააკაშვილის დაბრუნების ეშინია — ნინო ბურჯანაძე

ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობამ შეისმინა თავისი ხალხის ხმა და გაიწვია კანონები-კელი დეგნანი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი