ოკუპაცია/დევნილები

2009-19 წწ-ში საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა სტატისტიკა

2009-2019 წლებში (29 აგვისტომდე) საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 3,193 საქართველოს მოქალაქე.

მათგან 1,932 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 1,261 პირი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისთვის.

2009 წლის შემდეგ საოკუპაციო ძალები ყოველი კვირის განმავლობაში საშუალოდ 5-6 საქართველოს მოქალაქეს აკავებდნენ. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 10 ადამიანს აჭარბებდა.

დაკავებულთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც დაკავებულები გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში რჩებიან.

მონაცემთა წყარო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

წყარო: https://datalab.ge/ge/

Loading…

მსგავსი პოსტები

ისევ კარუსელი ანუ აფხაზეთის მთავრობის ე.წ. ახალი შემადგენლობა დამტკიცდა

Joni Kvaracxelia

“უკვდავების გადაძახილი” – გმირთა მემორიალთან სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულები გაიხსენეს

Joni Kvaracxelia

გერმანელი ფოტოგრაფის თვალით დანახული ოკუპირებული აფხაზეთი დღეს (ფოტოკოლაჟი)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი