განცხადებები

«2009 წლამდე რუსეთის პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან»-არჩილ თალაკვაძე გრიგოლ ვაშაძეზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ზუგდიდში მოსახლეობასთან სიტყვით გამოვიდა, სადაც სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ხვდებოდა:

„ასევე, მითხრეს ზუგდიდელებმა და მე კიდევ ერთხელ ხმამაღლა მინდა განვაცხადო, გთხოვოთ რომ ეს გადასცეთ თქვენს მეგობრებს, სალომე ზურაბიშვილს მთავარი დამსახურება მიუძღვის სწორედ საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ ერთხელ, მეორედ მოვახერხებთ, რომ ეს ბაზები გავიყვანოთ საქართველოდან. მისი ხელმოწერა არის სწორედ იმ დოკუმენტზე, რომელიც ბაზების გაყვანას უკავშირდება და მან საკუთარი შტაბის გახსნაზე პირდაპირ განაცხადა, რომ აგრესორი არის რუსეთი, საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ გავათავისუფლებთ, გავამთლიანებთ ჩვენს საქართველოს»,

«ადამიანი, რომელსაც 2009 წლამდე, წინაზე შეცვალა მედიამ და 2008 ჩაწერეს, მაგრამ ვაზუსტებ, 2009 წლამდე რუსეთის პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან. მე შემიძლია გრიგოლ ვაშაძის რამდენიმე ინტერვიუ გაჩვენოთ, სადაც ის აცხადებს, რომ რუსეთის პასპორტი მისი პირადული საკითხია. დიახ, დავტოვოთ ეს მის პირადულ საკითხად, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც ევროპისა და ამერიკის დიპლომატიაში აქვს ძალიან სერიოზული კავშირები, ის არის მიღებული დიპლომატიურ ოჯახებში და დამიჯერეთ სხვა მასზე უკეთ ვერ წარმოადგენს საქართველოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

თურნავა: ტურიზმის სრული აღდგენა უახლოეს სამ წელში ვერ მოხდება

roma sajaia

რატომ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, პუტინის რეჟიმისგან საქართველოში გამოქცეული ალექსანდრ ბანდიუკოვის რუსეთისთვის გადაცემას

Joni Kvaracxelia

საქართველოს პატრიარქი დავით გარეჯთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი