2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები, თორნიკე რიჟვაძისგან ბოდიშის მოხდას და გადადგომას მოითხოვენ

0
85

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ნაჭყებიას მეუღლე  სოცქსელის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

«საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის, საქართველოს სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს, ქვეყნისათვის განსაკუთრებული, გამორჩეული საქციელის ჩადენისათვის. თქვენ ბატონო თორნიკე ვინ მოგანიჭებს გმირობის სტატუსს მართლა ლაჩარო. ის დრო მალე დადგება როცა მიიღებთ ლაჩრობის სტატუს, თქვენი ადგილი საქართველოში აღარ იქნება, დღევანდელი თაობა თქვენს ყოფნა არყოფნის საკითხს მართლა დააყენებს უახლოეს მომავალში. ის, ვინც ომში იბრძოდა ყველა გმირია, ვისაც ქართული სული აქვს ასე ესმის, ლაჩრები ომს გაურბიან.

დიდება გმირებს! საქართველო რუსების გარეშე! რუსეთი ოკუპანტია!» — წერს მზეო ნაჭყებია.

Loading…

შეგახსენებთ, რომ გუშინ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის ომს, ლაჩრულად წაგებული ომი უწოდა.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ