ტელეკომპანია «ტვ პირველის» ეთერში, გადაცემა «რეაქციაში» ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი:
“ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა და იმდროინდელმა მთავრობამ, თავისი გაუაზრებელი თუ გააზრებული მოქმედებით, არ ვიცი შეცდომა იყო ეს თუ დანაშაული, საშუალება მისცა რუსეთს, რომ მთელი ეს ამბავი ფართომასშტაბიან ომში გადაეზარდა. ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ ქართულმა მხარემ დაბობმა ცხინვალი”, –განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.