პოლიტიკა

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მინისტრმა იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომელთა საფუძველზეც პანდემიის შედეგად ფორმალურ სექტორში დასაქმებულები, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი 6 თვის მანძილზე მიიღებენ 1200-ლარიან კომპენსაციას. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან – 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ნიკა მელია პარტიას აფუძნებს

Joni Kvaracxelia

26 სექტემბერს, თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 74 წლისთავი აღინიშნა

Joni Kvaracxelia

«ამერიკელებისთვის ღარიბაშვილი კეთროვანია…ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პასუხი იყო ელჩის შერჩევა»

დატოვე კომენტარი