განცხადებები

«20 ივნისის ღამეს გადატრიალება თუ ვინმემ მოაწყო,​ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო”-აკაკი ბობოხიძე

“ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გადაცემა “პირველებში”  20 ივნისის აქციის დარბევაზე და  გუშინდელ შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუზე ისაუბრა.

«ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილმა ბახტაძის და… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევ უფრო მძიმე მგონია გახარიას პასუხისმგებლობა და რატომ, იმ დღეს ვიღაცამ პირდაპირ მიითვისა სახელმწიფო ძალაუფლება, ეს ვიღაცა მგონია ბიძინა ივანიშვილი. მან გასცა პირდაპირ, ოღონდ პოლიციელებს კი არ უთხრა, სხვას უთხრა. იქ არ იყო მარტო პოლიციის სპეცრაზმი, იქ იყო საფინანსოს პოლიციის სპეცრაზმი. საფინანსო პოლიციას იცით ვისითაც მართავს, ფარცხალაძით! იქ იყო სასჯელაღსრულების სპეცნაზები, რომლებიც არაფერ კავშირშია გახარიასთან.

მე გახარიას არ ვეფარები,მ პირიქით ყელამდე ჩაეფლო დანაშაულში. იმიტომ, რომ გახარია მიხვდა, სჯობს დანაშაული აიღოს თავის თავზე. ანუ, დანაშაული დაიყვანოს მის მიერ არასწორად გაცემულ ბრძანებამდე.

გადატრიალება თუ ვინმემ იმ ღამეს მოაწყო,​ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი»-ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინებას იწყებს

დუმის თავმჯდომარე კობახიძეს იცავს

roma sajaia

«თეა წულუკიანი არის არარაობა, ნამუსგარეცხილი, უსინდისო და უღირსი ადამიანი»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი