სხვადასხვა

2 წლის ანიტა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

ორი წლის ანიტა ფაცაციას ოჯახის წევრების ინფორმაციით   ანიტასთვის ექიმები  აპარატის, ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას, აპირებენ.

«ვიცით, ძალიან გველოდებით და განიცდით, მაგრამ, ალბათ, ხვდებით ჩვენს მდგომარეობასაც.

ანიტა ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, როგორც იცით მას დაუდგინდა პნევმონია — რის გამოც უტარდება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია.

რადგანაც ფილტვების მდგომარეობა არასახარბიელოა, საჭირო გახდა ბავშვის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.

მას უკვე სამჯერ შეუცვალეს ანტიბიოტიკური პრეპარატების ჯგუფი, თუმცა, სასურველი შედეგი ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა ვერ გამოიღო.

ნავარაუდებია ინფექციაც, ზუსტი ტიპის დასადგენად დღეს ანიტას ჩაუტარდა ბრონქოსკოპია, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში გვეცოდინება.

კვლევის შედეგი ზუსტი ანტიბიოტიკური პრეპარატის შერჩევაშიც დაეხმარება ექიმებს.

როგორც კი ანიტას ორგანიზმი დაძლევს ანთებასა და ინფექციას, ექიმები აპარატის, ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას, ან თუ მაგ დროისთვის გამოჩნდება დონორი — პირდაპირ გულის ტრანსპლანტაციას გეგმავენ»- წერს მარიკა ხუციშვილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

ქუთაისი-ალპანა მამისონის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

«როგორ შეიძლება მის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანო…ამ ბიჭს ებრძვიან»-ტურაშვილი გოლეთიანზე (ვიდეო)

roma sajaia

სასწრაფოდ!! სპეცოპერაცია ფონიჭალაში

დატოვე კომენტარი