მსოფლიოში

2 აპრილი — აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

დღეს, მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდსიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში

ესპანელი ფერმერები საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს ფინანსურად დაეხმარებიან

დატოვე კომენტარი