2 ივნისს იტალიის ეროვნული დღესასწაული საქართველოში გრანდიოზულად აღინიშნა

0
44

2 ივნისს იტალიის რესპუბლიკის დღეა, მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული და ძალიან საინტერესო დღე.
მოკლედ გაგაცნობთ ისტორიას ამ დღესთან დაკავშირებით:
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, სამეფო ოჯახის, სავოიების დინასტიის 85 წლიანი მმართველობის შემდეგ — მათ შორის ბოლო ოცი წელი ფაშისტური დიქტატურისა, იტალიელების ხელში აღმოჩნდა მათი ქვეყნის მომავალი.
იტალიელებს მიეცათ არჩევანის საშუალება — დარჩებოდა ქვეყანა მონარქის მმართველობის ქვეშ, თუ იქცეოდა კონსტიტუციურ რესპუბლიკად. იტალიელები ფაშისტებისადმი სიმპათიით ნაკლებად გამოირჩეოდნენ, გაითვალისწინა რა იტალიის მაშინდელმა ხელისუფლებამ  ხალხის მოთხოვნა, რეფერენდუმის ჩატარებას მოაწერა ხელი. მომზადებას თვეზე მეტი დასჭირდა და 1946 წლის 2 ივნისს რეფერენდუმიც შედგა.

იტალიელების 54,3 პროცენტმა რესპუბლიკის სასარგებლოდ მისცა ხმა. დაახლოებით, ორი მილიონი ხმით გადაწყდა, რომ დასრულდებოდა სავოიების მმართველობა. ეს უკვე დიდი ნაბიჯი იყო დემოკრატიისკენ, რადგან მასში მონაწილეობის უფლება ქალებსაც მიეცათ, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ საშუალება ჩარეულიყვნენ ქვეყნის ბედის მართვაში.
ეს იყო ერთგვარი თანასწორობის მაგალითიც, რადგან თანასწორობის გარეშე არ არსებობს დემოკრატია, დემოკრატიის გარეშე კი ცხადია ვერ შედგება ნამდვილი რესპუბლიკა. მონარქმა ქვეყანა დატოვა. შეიქმნა დროებითი მთავრობა და დაიწყო კონსტიტუციაზე მუშაობა.

1948 წლის იანვარში უკვე ძალაში შევიდა ფუნდამენტური მცნებებით — რესპუბლიკა, დემოკრატია, თანასწორობა. 2 ივნისი იტალიის რესპუბლიკის დღედ გამოცხადდა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, ამა წლის 2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება გაიმართა. მრავალრიცხოვან სტუმრებს «იტალიური ცხოვრების სტილის» (სილამაზის, ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზის)
ნამდვილი ზეიმი დახვდათ — ერთ საღამოში თავმოყრილი უამრავი სიურპრიზი და იტალიური
კრეატიულობით გამორჩეული სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის გამოფენები: კარლო რომეოს, ალესიო ლიგუორის, მარკო პეშეტელისა და სტეფანო ბალდის
ერთობლივი ფოტოექსპოზიცია «მოგზაურობა იტალიაში. იტალიის რეგიონების ხელოვნება, წარმოება
და პერსონაჟები»; იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭოს (CNAPPC) მიერ იტალიური
დიზაინის დღის ფარგლებში მომზადებული გამოფენა „რე@გენერაცია: დიზაინი და ახალი
ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“ და სახელგანთქმული ჟურნალი „Domus“-ის ქართული
გამოცემის მიერ ორგანიზებული ექსპოზიცია „შესაძლოა თუ არა ისტორიის და მომავლის
კოჰაბიტაცია?“
მუსიკა: ეროვნული ჰიმნები და ცნობილი საოპერო არიები სახელგანთქმულმა იტალიელმა
ბარიტონმა ვიტორიო ვიტელიმ, ვერდის მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად
აღიარებულმა იტალიელმა ტენორმა ლუჩანო განჩიმ და ბრწყინვალე სოპრანომ იანო თამარ
ალიბეგაშვილმა შეასრულეს.

წვეულებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,
სხვადასხვა ინსტიტუციის, ეკონომიკური, კულტურული, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე სრულად იყო წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსი. ღონისძიება მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით გაიმართა.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ