2 ივლისს “ქართული მარშის” დამფუძნებელი ყრილობა იმართება

0
1415

2 ივლისს საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ქართული მარშის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ ჟურნალისტი ბექა კვიციანი ავრცელებს. შეგახსენებთ რომ ქართული მარში ერთვება პოლიტიკურ მარათონში მათ უკვე გახსნეს ოფისები ქუთაისსა და რუსთავში. რასაც ვკითხულობთ “ქართული მარშის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. შეგახსენებთ რომ რამდენიმე ხნის წინს სანდრო ბრეგაძემ 1 ივნისს “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განცხადება. „ჩვენ იძულებულები გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შეიქმნას მძლავრი, ეროვნული, ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი „ქართული მარშის“ ბაზაზე. პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გარდა მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. მათ რიცხვში არ შედის „პატრიოტთა ალიანსი“, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, რამდენადაც ვიცი, ის პოლიტიკაში მონაწილეობას არ აპირებს და საზოგადოებრივი საქმიანობით შემოიფარგლება. თუკი ის გადაწყვეტს პოლიტიკაში მონაწილეობას, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენი დამფინანსებლები მე და ჩემი მეგობრები ვიქნებით. ჩვენ არანაირი კავშირი არ გაქვს, არათუ რუსეთის ხელისუფლებასთან, არამედ რუსული პოლიტიკის არც ერთ სეგმენტთან“, – განაცხადა ბრეგაძემ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ