მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ღირსნი მამანი, წმინდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი; წმინდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე; წმიდა ქალწულმოწამენი: ალექსანდრა, ევფრასია, კლავდი, მატრონა, იულიანა, ეფემია და თეოდორა; ნიკიტა აღმსარებელი.
2 აპრილი — ბავშვთა წიგნის საერთაშორისო დღე.
გაერო — აუტიზმის პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე.
1513 წ. ხუან პონსე დე ლეონმა აღმოაჩინა ფლორიდა.
1725 წ. დაიბადა ჯოვანი ჯაკომო კაზანოვა — იტალიელი მწერალი.
1805 წ. დაიბადა ჰანს კრისტიან ანდერსენი — დანიელი მწერალი.
1872 წ. გარდაიცვალა სემიუელ მორზე — ამერიკელი გამომგონებელი.
1883 წ. გარდაიცვალა გრიგოლ ორბელიანი — ქართველი პოეტი.
1895 წ. დაიბადა ტიციან ტაბიძე — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.
1927 წ. დაიბადა ფერენც პუშკაში — უნგრელი ფეხბურთელი.
1965 წ. ბრაზილიაში შეიქმნა მთელს ლათინურ ამერიკაში უდიდესი სამაუწყებლო კომპანია Globo TV.
1982 წ. დაიწყო ბრიტანულ-არგენტინული შეირაღებული კონფლიქტი ფოლკლენდის კუნძულების გამო.
2004 წ. ნატოში ახალი წევრები მიიღეს: ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
2005 წ. გარდაიცვალა იოანე პავლე II — რომის პაპი.
2009 წ. ალბანეთი და ხორვატია ნატოს სამხედრო ალიანსის ოფიციალური წევრები გახდნენ.
2012 წ. უნგრეთის პრეზიდენტი პალ შმიტი პლაგიატის სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა.