სხვადასხვა

19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში, სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან

19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში, სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, აუდიტორიებში განაახლებენ ფუნქციონირებას, — ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. ჩვენ, ჩვენს ბავშვებს — უნივერსიტეტების სტუდენტებსა და სკოლების მოსწავლეებს, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განაგრძონ მეცადინეობა“ — განაცხადა განათლებს მინისტრმა. სხდომის შედეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარდა აჭარისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ.

„12 ოქტომბერს, საბავშვო ბაღები აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განაახლებენ ფუნქციონირებას “, — განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

«მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ»-ირმა ინაშვილი

Joni Kvaracxelia

ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ Chlotrudis Awards-ის სამი ნომინაცია მიიღო

დატოვე კომენტარი