Uncategorized

19 აპრილს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი; წმინდა მეთოდე; პლატონიდა ასური; 120 მოწამე სპარსთაგან წამებული (+344-347); მოწამე იერემია და არქილე ხუცესი.

ვენესუელა — დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე.

სიერა-ლეონე — რესპუბლიკის დღე.

 

1770 წ. კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა „ახალი სამხრეთი უელსი“ (ავსტრალია).

1782 წ. ნიდერლანდებმა აღიარა აშშ-ს დამოუკიდებლობა.

1803 წ. გიორგი XII-ის ქვრივმა, დედოფალმა მარიამმა მოკლა გენერალი ლაზარევი.

1824 წ. გარდაიცვალა ჯორჯ გორდონ ბაირონი — ინგლისელი პოეტი, რომანტიკოსი.

1839 წ. ლონდონის ხელშეკრულებით ბელგიის სამეფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

1906 წ. გარდაიცვალა პიერ კიური — ფრანგი ფიზიკოსი.

1943 წ. ნაცისტების ჯარები ვარშავის გეტოში შევიდნენ დარჩენილი ებრაელების დასაჭერად (სურათზე), რამაც პირველი მასიური აჯანყება გამოიწვია პოლონეთში ნაცისტების ოკუპაციის წინააღმდეგ ჰოლოკოსტის პერიოდში.

1968 წ. დაიბადა ეშლი ჯადი — ამერიკელი კინომსახიობი.

1969 წ. ჩრდილოეთ ირლანდიაში ახალი ძალით იფეთქა შეტაკებამ კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის.

1980 წ. გარდაიცვალა ალფრედ ჰიჩკოკი — ამერიკელი კინორეჟისორი.

1999 წ. გერმანიის პარლამენტი დაბრუნდა ბერლინში.

2011 წ. ფიდელ კასტრო კუბის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნობიდან გადადგა.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

25 აპრილს ისტორიაში …

Joni Kvaracxelia

საბერძნეთში 29 წლის ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

Joni Kvaracxelia

«უცებ მანქანა ჯებირს შეასკდა, მხოლოდ 5 წლის ბავშვის საშინელი ტირილის ხმა ისმოდა»- საშინელი ავარია ტყიბულში

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი