182 ახალი კოვიდინფიცირებული საქართველოში

0
100

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა. როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „ დაგვემატა 182 ახალი შემთხვევა და ჯამში გვაქვს 3119 დადასტურებული შემთხვევა. ამ 182 დადასტურებული შემთხვევიდან, აჭარაში არის – 129 შემთხვევა, აქედან ბათუმი – 114, ქობულეთი – 11, 3 – ქედაში, 1 – შუახევში. თბილისში არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში – 11, ქვემო ქართლი – რუსთავში – 4, გურიაში – 3, კახეთში – 1. გამოჯანმრთელებულების რიცხვის მხოლოდ 13-ით გაიზარდა და 1435 გახდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ